სტიქია კახეთში - კვირის პალიტრა

სტიქია კახეთში

სტიქიამ ამჯერად კახეთი დააზარალა. ძლიერმა ქარმა და ნიაღვარმა თელავში, ჭავჭავაძისა და მშვიდობის ქუჩებზე, აგრეთვე სოფელ აკურაში ხეები მოგლიჯა.

დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები, დაზიანდა სახლების სახურავები.

თელავის, სიღნაღის, გურჯაანისა და ყვარლის რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ. გურჯაანში, თელავსა და სოფელ ჩუმლაყში, კისისხევსა და შალაურში დასეტყვილია საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. ნიაღვარმა ქვა-ღორღით გაავსო საუბნო გზები.

მოვარდნილმა წყალმა თელავის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების სოფლებში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები და შიდა საუბნო გზები დატბორა. ქარმა სიღნაღში რამდენიმე სახლის სახურავიც დააზიანა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, დასეტყვილია თელავის - 4, გურჯაანის - 2 და სიღნაღის რამდენიმე სოფელი. სტიქიის გამო გურჯაანის რაიონში გარე განათების მავთულებს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.