ჰილარი კლინტონი თბილისს ეწვევა - კვირის პალიტრა

ჰილარი კლინტონი თბილისს ეწვევა

"აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თბილისს 5 ივლისამდე ეწვევა", -  განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ ქროულიმ.

ქროულის ინფორმაციით, კლინტონი 1-ელიდან 5 ივლისამდე კიევს, კრაკოვს, ბაქოს, ერევანსა და თბილისს ესტუმრება.

სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს ხელისუფლებების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან. განიხილება რეგიონული უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხები.

ქროულის თქმით, საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა, - საქართველომ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ავღანეთის მისიაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ინფორმაციით, ეს საკითხი კლინტონის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი თემა იქნება.

"ასევე, ვითვალისწინებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გადაუჭრელ პრობლემას და დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ჩვენი მხარდაჭერის ხელშესახები გამოვლინება იქნება", - განაცხადა ქროულიმ.

მისივე თქმით, აშშ აგრძელებს საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას და რუსეთთან თანამშრომლობის ნორმალიზება საქართველოს ხარჯზე არ მოხდება.