მორიგი სამთავრობო ცვლილებები - კვირის პალიტრა

მორიგი სამთავრობო ცვლილებები

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  მთავრობის ახალი წევრები დაასახელა. ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი

განვითარების სამინისტროდ გარდაიქმნება და მას ვერა ქობალია უხელმძღვანელებს.

რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ტყეშელაშვილი გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილმა შეცვალა.  ტყეშელაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა, მის მოადგილედ კი "რუსთ^ავი 2"-ის ჟურნალისტი ირმა ნადირაშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჯანაშია სახელმწიფო დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს.

კულტურის სამინისტროს გამოეყო ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტი, რომელიც ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდა. ამ უწყებას შიდა ქართლის რეგიონში პრეზიდენტის  ყოფილი რწმუნებული ლადო ვარძელაშვილი უხელმძღვანელებს.

ახალი მოადგილე ჰყავს საგარეო საქმეთა მინისტრს - თორნიკე გორდაძემ სამინისტროში ევროპული მიმართულება ჩაიბარა.

თანამდებობის გარეშე  მხოლოდ ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი დარჩა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა კი გადაუხადა, მაგრამ არაფერი შესთავაზა.