"ეროვნულმა ფორუმმა" ძალის დემონსტრაცია მოახდინა - კვირის პალიტრა

"ეროვნულმა ფორუმმა" ძალის დემონსტრაცია მოახდინა

"ეროვნული ფორუმი" მზად არის ითანამშრომლოს სრულიად ოპოზიციურ სპექტრთან, ოღონდ მხოლოდ ჩვენი პირობებითა და გეგმით", - განაცხადა "ეროვნული

ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ პარტიულ კონფერენციაზე.

სანიკიძის თქმით, ანგარიშის გაწევის დრო წავიდა, რადგან ეს ქვეყანა ხათრმა დაღუპა: "ჩვენ ხელს ვუწვდით ქართულ ოპოზიციას, ეს არ არის სუსტი ხელი. ეს არის ძლიერი მარჯვენა, მაგრამ "ფორუმს" არ ეშინია მარტო ბრძოლისაც" და დასძინა, რომ საქართველოში დასაწყებია ახალი პოლიტიკური პროცესი და ოპოზიციას 3-4 თვე ეძლევა, რათა ძალა მოიკრიბოს.

სანიკიძის განცხადებით,  გადასაწყვეტია ორი მთავარი პრობლემა: დღევანდელი ხელისუფლების მოშორება და შემდგომი ხელისუფლება. მისი თქმით, აუცილებელია, ქვეყნის სათავეში ეროვნული ძალა მოვიდეს. "ხელისუფლებას ძალიან არ უხარია დღევანდელი დღე. მან თითქოს დაბანა, დავარცხნა ყველაფერი, სასაფლაოზე მიასვენა ქართული ოპოზიციის ნაწილი და ამ დროს 6000 ფორუმელი გუგუნებს", - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

პარტიული კონფერენციის დასრულების შემდეგ "ეროვნულმა ფორუმმა" რუსთაველის პროსპექტზე მსვლელობა მოაწყო.