ჰილარი კლინტონის აღმოსავლეთევროპული ტურნე საქართველოში დასრულდება - კვირის პალიტრა

ჰილარი კლინტონის აღმოსავლეთევროპული ტურნე საქართველოში დასრულდება

1-ელ ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აღმოსავლეთევროპული ტურნე კიევიდან დაიწყო. 3 ივლისს კრაკოვს

ესტუმრა, სადაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და ავღანეთის, ირანის, ევროპის უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის პრობლემები განიხილა.

კრაკოვის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სამხრეთ კავკასიას ეწვია. 4 ივლისს ბაქოში პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ქალბატონი ჰილარი ხუთდღიანი ვიზიტის ბოლო დღეს საქართველოში გაატარებს.

"აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერ ქალებს შეხვდება, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს განიხილავს და ცოტა ხნის წინ ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შესახებ ისაუბრებს", - განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ  გორდონმა.