"ამერიკა მუდმივად დაუჭერს მხარს საქართველოს" - კვირის პალიტრა

"ამერიკა მუდმივად დაუჭერს მხარს საქართველოს"

"აშშ მუდმივად დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - განაცხადა ამერიკის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი

მიძღვნილ მიღებაზე ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა. აშშ-ის ელჩმა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის აქტიურად მუშაობს.

"აშშ მომავალშიც განაგრძობს საქართველოს ხელშეწყობას უფრო დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. როცა ჩვენ აქ დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ, ქართველი და ამერიკელი სამხედროები ავღანეთში იმყოფებიან. ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი სამხედროების ღვაწლს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში", - განაცხადა ჯონ ბასმა.