"მაიმუნობის დრო დამთავრდა" - კვირის პალიტრა

"მაიმუნობის დრო დამთავრდა"

"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციის მთავარი პრიორიტეტი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის

საერთო ხედვის ჩამოყალიბება უნდა იყოს, რომელიც ხელისუფლებას საარჩევნო კოდექსის შეცვლას აიძულებს. მისი თქმით, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული ხელისუფლების ყველა წინადადება, მათ შორის სახელმწიფო კომისიის შექმნა, არის მახე.

ხელისუფლებამ ოპოზიციას უნდა უთხრას - შეცვლის საარჩევნო გარემოს თუ არა, რათა ადეკვატურად იმოქმედონ და კანონის ფარგლებში მასზე ზეწოლა მოახდინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანიკიძე ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარებას არ გამორიცხავს.

"მაიმუნობის დრო დამთავრდა. ვინც ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან, ვინც შეძვრება ხელისუფლების გვამში და უპირობოდ ჩაეწერება სახელმწიფო კომისიაში, გადავუვლით ამ ოპოზიციასაც და მივაყოლებთ "ნაცმოძრაობას". ჩემი სამშობლო დაღუპვის პირასაა, ხათრის დრო აღარ არის", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.