"გილაურისთვის ცხოვრება მშვენიერია" - კვირის პალიტრა

"გილაურისთვის ცხოვრება მშვენიერია"

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდა - "საქართველოში ცხოვრების დონე ამაღლდა,

რადგან 4-ჯერ  მეტი ახალი კომპანია არის რეგისტრირებული, საშუალო ხელფასი 4-ჯერ გაიზარდა, 2-ჯერ მეტი მოიხმარს მობილურ ტელეფონს, 50%-ზე მეტს ჰყავს მანქანა".

ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ქართული დასის" ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მოსმენისას“კინაღამ დაიჯერა, რომ წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრობს - "როგორ შეიძლება გაუმჯობესებულად მიიჩნიო ცხოვრება, როდესაც ქვეყანაში 800 ათასი პენსიონერია, რომელთაც 90-ლარიანი პენსია აქვთ - საარსებო მინიმუმის ნახევარი.

მთავრობის გეგმის -"საქართველო სიღარიბის გარეშე" - პარალელურად, 800 ათასი ადამიანი უსახსროდ არის დარჩენილი". დეპუტატმა პრემიერ-მინისტრს შეახსენა, რომ ბიუჯეტის 215-მილიონიანი ზრდის პირობებში, საპარლამენტო ოპოზიციამ ვერ მოახერხა, რომ მთავრობას 5 მილიონი სოციალური მიმართულებით გამოეყო.