მთავრობას ნდობა გამოუცხადეს - კვირის პალიტრა

მთავრობას ნდობა გამოუცხადეს

საქართველოს პარლამენტმა მთავრობას და მის პროგრამას ნდობა 100 ხმით, ერთის, გია ცაგარეიშვილის წინააღმდეგ გამოუცხადა. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის

ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობიდან უმრავლესობის მხარდაჭერა. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება უკანასკნელი დამტკიცებიდან მთავრობის შემადგენლობის ერთი მესამედით შეცვლამ განაპირობა.

შესაბამისად, თუ მომავალში მთავრობის შემადგენლობა ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ 5 წევრით კიდევ განახლდება, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად კვლავ წარუდგენს. მინისტრთა კაბინეტში ცვლილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს შეეხო - ზურაბ პოლოლიკაშვილი ვერა ქობალიამ შეცვალა, რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე დავით ტყეშელაშვილის ადგილი რამაზ ნიკოლაიშვილმა დაიკავა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ახალ სამინისტროს კი სათავეში ლადო ვარძელაშვილი ჩაუდგა.