ინგა გრიგოლია ჯანდაცვის სამსახურის ცალკე სტრუქტურად გამოყოფას ითხოვს - კვირის პალიტრა

ინგა გრიგოლია ჯანდაცვის სამსახურის ცალკე სტრუქტურად გამოყოფას ითხოვს

თბილისის საკრებულოში ქრისტიან-დემოკრატების” ფრაქციის თავმჯდომარე ინგა გრიგოლია ჯანდაცვის სამსახურის ცალკე სტრუქტურად გამოყოფას ითხოვს.

მისი თქმით,  ქალაქის სამსახურის დასახელებაში ჯანდაცვა საერთოდ არ ფიგურირებს. კერძოდ - თბილისის საქალაქო სამსახურს სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური ეწოდება. არჩევნების დროს შეხვედრებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის უმეტესობას ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და დაბალი ტარიფები აინტერესებს.

დედაქალაქის ბიუჯეტიდან ჯანდაცვისთვის გამოყოფილია 3.5 პროცენტი. "გვინდა, ეს თანხა 15-20 პროცენტამდე გაიზარდოს, რათა დაკმაყოფილდეს მოსახლეობის ინტერესები", - აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.