ნაჭყებია უსამართლობის მსხვერპლია - კვირის პალიტრა

ნაჭყებია უსამართლობის მსხვერპლია

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომლის, ნუგზარ ნაჭყებიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაკა გველესიანს, ნუ შეასრულებს ხელისუფლების დაკვეთას და ნუ მიიღებს უკანონო გადაწყვეტილებას ნაჭყებიას მიმართ. მათი აზრით, ნაჭყებია არის უსამართლობის მსხვერპლი. მან არ შეასრულა ხელისუფლების უკანონო დავალება და სწორედ ამიტომ დაუწყეს დევნა.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ნაჭყებიას იმიტომ დევნიან, რომ მან ხელისუფლების უკანონო მოთხოვნაზე, დაეწერა სატყეო დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის, ბიძინა გიორგობიანის წინააღმდეგ ყალბი აქტი, უარი თქვა.