"ალიანსის" დაშლა ირაკლი ალასანიას სერიოზული შეცდომაა - კვირის პალიტრა

"ალიანსის" დაშლა ირაკლი ალასანიას სერიოზული შეცდომაა

თბილისის საკრებულოს წევრი,“რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელი"ალიანსი საქართველოსთვის" დაშლას ირაკლი ალასანიას სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს.

"ვფიქრობ, ირაკლი ალასანიამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან როცა ასეთ საარჩევნო გარემოში ასეთ მხარდაჭერას იღებ, ამ მხარდაჭერაზე უნდა დააშენო და არა გაფლანგო ის, რაც უკვე მიიღე.

იმის მიუხედავად, რომ ამ გადაწყვეტილებას ალასანიას შეცდომად მივიჩნევ, ვფიქრობ, ეს მისი არჩევანი იყო. ამ არჩევანს პატივი უნდა ვცეთ" - განაცხადა თინა ხიდაშელმა.