ემიგრანტებს რეზერვში გამოიძახებენ? - კვირის პალიტრა

ემიგრანტებს რეზერვში გამოიძახებენ?

უცხოეთში სასწავლებლად ან სამუშაოდ წასულ საქართველოს მოქალაქეებს, სავარაუდოდ, რეზერვში გამოძახება მოუწევთ.

სარეზერვო სამსახურის შესახებ მოქმედი კანონმდებლობით, უცხოეთში სამუშაოდ ან სასწავლებლად წასულ მოქალაქეებს რეზერვში გაწვევა არ ეხებოდა, ახალი კანონპროექტის მიხედვით კი, უცხოეთში სამუშაოდ ან სასწავლებლად წასულებს რეზერვში გამოიძახებენ.

კანონპროექტის ავტორები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, მართლაც შეეხება მათ სამხედრო სამსახურში გაწვევა თუ არა. და თუ შეეხებათ, რა მექანიზმით მოხდება ეს.