ქართული საგუშაგო დაცხრილეს - კვირის პალიტრა

ქართული საგუშაგო დაცხრილეს

1-ელი ივლისის ღამეს ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში მდებარე ქართულ საგუშაგოს თავს დაესხნენ.

თვითმხილველების ნაწილი ამბობს, რომ სროლა ორმხრივი იყო, ნაწილის ცნობით კი, ისროდნენ მხოლოდ რუსული საგუშაგოდან. ერთი ქართველი სამართალდამცველი სროლის დროს ფეხში დაიჭრა. იგი ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სოხუმმა ქართული საგუშაგოს დაცხრილვის ფაქტი უარყო.