"გაგებაში არ იყო" და მოხსნეს - კვირის პალიტრა

"გაგებაში არ იყო" და მოხსნეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაალ აბაზაძე თანამდებობიდან

გაათავისუფლა.

მოხსნამდე ორი დღით ადრე ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უსაყვედურა: "აჭარის რეგიონში, რომელიც საქართველოს მეათედია, სამ წელიწადში 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იდება. ეს იმიტომ, რომ აჭარას კარგი მთავრობა ჰყავს.

ლევან ვარშალომიძემ ზუსტად იცის, რამდენი ტურისტი შედის ყოველდღიურად მის მხარეში. რამდენიმე დღის წინ კი ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ერთ-ერთ ტელეარხზე ტურისტების რაოდენობის შესახებ დასმული შეკითხვებიდან ვერც ერთს პასუხი ვერ გასცა, არაფრის გაგებაში არ იყო", - განაცხადა პრეზიდენტმა.