ნოღაიდელი მერაბიშვილსა და ადეიშვილს ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

ნოღაიდელი მერაბიშვილსა და ადეიშვილს ადანაშაულებს

ექსპრემიერი ზურაბ ნოღაიდელი ადასტურებს, რომ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა საქართველო მის გამო დატოვა.

"ხელისუფლება ჩვეული ბინძური ხერხებით ცდილობდა ჩემს წინააღმდეგ საქმის შეთითხვნას და აიძულებდა ვანო ჩხარტიშვილს ჩვენების მიცემას, თითქოს პრემიერ-მინისტრობისას ქრთამი ავიღე; ამ საქმეში უშუალოდ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი იყვნენ ჩართული.

თუ ჩხარტიშვილი ჩვენებას არ მისცემდა, სანაცვლოდ სოლიდური თანხის გადახდა მოუწევდა, მაგრამ მან ჩვენება მაინც არ მისცა. "არავის მივცემ უფლებას, ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილი ბრალდებებით იმოქმედოს; ეს ადვილი არ არის", - განაცხადა ნოღაიდელმა.