დეპუტატმა საკრებულო დატოვა - კვირის პალიტრა

დეპუტატმა საკრებულო დატოვა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით გელაშვილმა თბილისის საკრებულო პირადი განცხადებით დატოვა. ამ საკითხის კენჭისყრას ხმაური მოჰყვა, - ოპოზიციამ

მოითხოვა განმარტება, რატომ ტოვებს გელაშვილი საკრებულოს.

თინა ხიდაშელის ინფორმაციით, ამის მიზეზი ის არის, რომ გელაშვილს სამართალდამცავებთან პრობლემები აქვს. "მოვითხოვ განმარტებას, რატომ მიდის ადამიანი იმ საკრებულოდან, რომელში მოსახვედრადაც ყველაფერი გააკეთა, სისხლის სამართლის დანაშაულის ზღვარზე ყოფნის ჩათვლით", - განაცხადა ხიდაშელმა.