საკრებულოს წევრმა ახალგაზრდას სასიკვდილოდ სცემა - კვირის პალიტრა

საკრებულოს წევრმა ახალგაზრდას სასიკვდილოდ სცემა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაციონალმა წევრმა თეიმურაზ მეტრეველმა თელავის მკვიდრ 27 წლის დიტო დენტოშვილს სასიკვდილოდ სცემა. ინციდენტი

3 ივლისს  მოხდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, სასტიკად ცემის შემდეგ მეტრეველმა დენტოშვილს თავში ქვაც ჩაარტყა.

დენტოშვილი სხეულის მძიმე დაზიანებებით გარდაიცვალა. თელავის შსს-ს რაიონულ სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. თეიმურაზ მეტრეველი დაკავებულია.