მილსადენის პრივატიზება კაპიტულაციას ნიშნავს - კვირის პალიტრა

მილსადენის პრივატიზება კაპიტულაციას ნიშნავს

ქრისტიან-დემოკრატი", პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე გაზის მაგისტრალური მილსადენის პრივატიზების გადაწყვეტილებას კაპიტულაციად აფასებს.

როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, მილსადენის პრივატიზების გადაწყვეტილება კაპიტულაციას ან გაუაზრებელ ქმედებას ნიშნავს.

თუ მილსადენის თუნდაც ნაწილს პრივატიზება გაუკეთდება, იქ ინვესტირება მხოლოდ რუსული ფულით იქნება. შედეგად, ვეფხვაძის აზრით, ბევრი საერთაშორისო პროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

"ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს რას აკეთებს ან აღიაროს, რომ რუსეთს კაპიტულაციას უცხადებს", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.