სააკაშვილმა იანუკოვიჩს იუბილე მიულოცა - კვირის პალიტრა

სააკაშვილმა იანუკოვიჩს იუბილე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს 60 წლის იუბილე მიულოცა. უკრაინული მედიის ინფორმაციით,

სააკაშვილი კოლეგას იუბილეზე არ დაუპატიჟია და უკრაინაში  მისი ჩასვლა მოულოდნელი იყო.

ამის მიუხედავად, ვიქტორ იანუკოვიჩმა სტუმარი ეთიკური ნორმების დაცვით მიიღო. "უკრაინა სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ჩვენთან მიღებული არ არის სტუმრისთვის კარის მიჯახუნება", - განაცხადა იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანა გერმანმა.