პუტინმა სააკაშვილს ცხინვალთან დიალოგისკენ მოუწოდა - კვირის პალიტრა

პუტინმა სააკაშვილს ცხინვალთან დიალოგისკენ მოუწოდა

"ვიღაც მიიჩნევს, რომ სამხრეთი ოსეთი ოკუპირებულია, ვიღაცის აზრით კი -  გათავისუფლებული", - განაცხადა პუტინმა კლინტონის თბილისური გამოსვლის

კომენტირებისას. მისივე თქმით, ურთიერთობის აღდგენა ქართველ და ოს ერებს შორის დიალოგის საგანია.

"საჭიროა დიალოგი მესამე ქვეყნის ჩაურევლად. ჩვენ ეს ომი არ დაგვიწყია და პასუხისმგებლობა მას ეკისრება, ვინც დაიწყო. მათ მამაცობა უნდა გამოიჩინონ და გამოძებნონ გზა იმ ადამიანთა გულებისკენ, რომლებიც თავად დაჭრეს"", - აღნიშნა რუსეთის პრემიერმა.

პოკლონნაია გორაზე", სადაც პუტინმა ეს განცხადება გააკეთა, პრემიერს ზურაბ ნოღაიდელი და  მიხეილ ხუბუტია ახლდნენ.