სპეცოპერაცია ხონის რაიონში - კვირის პალიტრა

სპეცოპერაცია ხონის რაიონში

ხონის რამდენიმე სოფელში შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო სამმართველომ მასშტაბური სპეცოპერაციის დროს 18 პირი აიყვანა.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" განცხადებით, პოლიციის ინფორმაციით, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები და იარაღი. როგორც დაკავებულთა ახლობლებმა განაცხადეს, ნიღბიანი პირები სახლებში დილის 5:00 საათიდან 6:00 საათამდე შევიდნენ.

დაკავებულების მეზობლების თქმით, სპეცრაზმის თანამშრომლებმა ისინი დაკავებულების სახლებში შეიყვანეს და მოთეთრო-მოყვითალო ფხვნილი აჩვენეს, რომელიც ლეიბების ქვემოდან გამოიღეს.