"აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში შემოიარა" - კვირის პალიტრა

"აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში შემოიარა"

"ეროვნული ფორუმის"" ლიდერი კახა შარტავა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის სტუმრობას არა ვიზიტს, არამედ საქართველოში "შემოვლას" უწოდებს.

შარტავას განცხადებით, კარგია, რომ კლინტონი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა და იმედი გამოთქვა, რომ ვინმემ მაინც უთხრა სიმართლე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალბატონი კლინტონი სააკაშვილის სასახლით გაკვირვებული წავიდოდა.

"იმ მრავალმხრივი კრიზისის ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ასეთი მშენებლობები ბევრ რამეზე მიანიშნებს და იმედია, ჩვენს ამერიკელ სტუმრებს ეს არ გამორჩებოდათ", - აღნიშნა კახა შარტავამ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ოპოზიციიდან მხოლოდ გიორგი თარგამაძესა და ირაკლი ალასანიას შეხვდა.