"ისე წავიდა, ვითარება სრულად ვერ გაიგო" - კვირის პალიტრა

"ისე წავიდა, ვითარება სრულად ვერ გაიგო"

"საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი ელოდა, რომ კლინტონი აქცენტს ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გააკეთებდა", - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობა -

ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე თვალის დახუჭვა საზოგადოებაში აშშ-ის მიმართ სკეპტიციზმს გააჩენს და ნიჰილიზმს კიდევ უფრო გააღრმავებს.

"ეს იყო დიდი შეცდომა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოდან ისე წავიდა, ქვეყანაში არსებული ვითარების სრული სურათი ვერ გაიგო. ეს არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება არც შიდა პრობლემების მოსაგვარებლად და არც აშშ-თან ურთიერთობის გასაღრმავებლად"", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე ჰილარი კლინტონისა და ლიდერ ქალთა შეხვედრას არ დაესწრო, რადგან ეს უაზრობად მიიჩნია. ბურჯანაძის აზრით, ეს შეხვედრა არ იყო იმ ფორმატის, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და პრობლემების შესახებ შეიძლებოდა საუბარი.