"რუსეთს ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დახევა მოუწევს" - კვირის პალიტრა

"რუსეთს ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დახევა მოუწევს"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის  განცხადებებს საქართველოს უსაფრთხოებისთვის დიდი

მნიშვნელობა აქვს.

"ამ ვიზიტმა გაანეიტრალა საზოგადოების შიში, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის გადატვირთვისას საქართველო დაზარალდებოდა, მაგრამ დეოკუპაციის მთავარ საკითხად დასმამ ეს თემა დღის წესრიგიდან მოხსნა. ჩვენ არა ვართ გულუბრყვილოები და არა გვაქვს ილუზია, რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გადაწყდება.

რუსეთს მოუწევს ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დახევა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.