სახალხო დამცველს პარლამენტში თითქმის ცარიელი დარბაზი უსმენდა - კვირის პალიტრა

სახალხო დამცველს პარლამენტში თითქმის ცარიელი დარბაზი უსმენდა

სახალხო დამცველის პარლამენტში მოსმენას დეპუტატთა უმცირესობა დაესწრო.

სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა დეპუტატებს გააცნო 2009 წლის მეორე ნახევარში ადამიანის უფლებების დაცვაში არსებული მდგომარეობა.

საპარლამენტო ოპოზიციამ  სახალხო დამცველს სხვა საკითხებთან ერთად მართლმადიდებლების უფლებების დაუცველობის გამოც უსაყვედურა.

მათთვის გაუგებარია, რომ მაშინ, როდესაც სახალხო დამცველი თავის ანგარიშში სხვადასხვა სექტის წარმომადგენლების უფლებების დარღვევაზე საუბრობს, რატომ არაფერს ამბობს მართლმადიდებლების უფლებების დარღვევაზე.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლების გავრცელების ფაქტიც გაიხსენა და სახალხო დამცველს ე.წ. ვარდების რევოლუციიდან დღემდე მართლმადიდებლების უფლებების შელახვის 25-მდე შემთხვევა შეახსენა.