ხელისუფლებას დევნილების განსახლების გამო საყვედურობენ - კვირის პალიტრა

ხელისუფლებას დევნილების განსახლების გამო საყვედურობენ

ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლებას დევნილების განსახლების გაუაზრებელი პოლიტიკის გამო კიდევ ერთხელ საყვედურობენ.

გიორგი ახვლედიანის თქმით, თბილისში, ათონელის ქუჩიდან გამოსახლებული დევნილები ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში წაიყვანეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია. მართალია, იმავე სოფელში რემონტდება რამდენიმე საცხოვრებელი ფართი, თუმცა იქ შესახლებას იქვე მცხოვრებ დევნილებს დაჰპირდნენ.

"დევნილები ერთმანეთსაც დავუპირისპირეთ", - განაცხადა ახვლედიანმა და დასძინა, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილების განსახლების თუ ფართების დაკანონების კონკრეტული პოლიტიკა არ აქვს შემუშავებული.