ნინო ბურჯანაძე სარჩელს ამზადებს - კვირის პალიტრა

ნინო ბურჯანაძე სარჩელს ამზადებს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის, გაზეთ "პრაიმ ტაიმისა" და "დრონი.ჯი"-ს წინააღმდეგ პატივისა და ღირსების

შელახვისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის სარჩელს ამზადებს.

საქმე ეხება აღნიშნული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის გარემოცვამ და კრემლთან დაახლოებულმა რუსმა ბიზნესმენებმა, მილიონ რვაასი ათასი ამერიკული დოლარი გადაურიცხეს ნინო ბურჯანაძის მეუღლის, ბადრი ბიწაძის ერთ-ერთ მეგობარს. აღნიშნული თანხა ბადრი ბიწაძემ მიიღო, ამ თანხის ნაწილით კი ბურჯანაძემ წყნეთში აგარაკი შეიძინა.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი კატეგორიულად უარყოფს, რომ აღნიშნული აგარაკის მეპატრონეა. მისი განცხადებით, ის ამ აგარაკზე ცხოვრობს, თუმცა, იგი სხვისი საკუთრებაა.