კოკოითის წყალი შეუდგა? - კვირის პალიტრა

კოკოითის წყალი შეუდგა?

გავრცელებული ინფორმაციით, კრემლში ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პოსტზე ედუარდ კოკოითის სამ შემცვლელს განიხილავენ: კოკოითის ე.წ. პარლამენტის

თავმჯდომარეს, სტანისლავ კოჩიევს, მის მოადგილეს, ზურაბ კოკოევსა და რუსეთში ცხინვალის რეჟიმის ე.წ. ელჩს, დიმიტრი მედოევს.

ამბობენ, რომ ოსი სეპარატისტების ლიდერს 2011 წლის, ანუ ე.წ. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სამუშაოდ რუსეთის ფედერაციის მთავრობის აპარატში გადაიყვანენ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო გადატრიალების საფრთხის შესახებ. ამის საფუძველი, შესაძლოა, დე ფაქტო რესპუბლიკის არმიაში მიმდინარე შემცირება გახდეს.