ბელორუსია რუსეთთან გაერთიანების წინააღმდეგია - კვირის პალიტრა

ბელორუსია რუსეთთან გაერთიანების წინააღმდეგია

ბელორუსიის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევების დამოუკიდებელი ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი რუსეთთან

სავარაუდო გაერთიანების წინააღმდეგია.

პრეზიდენტი ლუკაშენკო უარყოფს ხმებს იმის შესახებ, თითქოს სააკაშვილთან ერთად ვინმეს წინააღმდეგ კოალიციას ქმნიდეს.

"მე შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს და ჩვენი ქვეყნების შესახებ ვისაუბრეთ. მან  საქართველოში მიმიწვია. ეს შეხვედრა არავის წინააღმდეგ არ იყო მიმართული. ჩვენ არ ვქმნით კოალიციას ვინმეს წინააღმდეგ და ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი უსარგებლოა", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელორუსიის პრეზიდენტმა იმ ზეწოლაზეც ისაუბრა, რომელსაც რუსეთი მასზე და მის ქვეყანაზე ახორციელებს. მისივე თქმით, რუსეთი თავის პოლიტიკას ისე წარმართავს, რომ არა მხოლოდ ახლო, არამედ შორეული პარტნიორებიც შეაშინოს.