რუსეთის მოთხოვნები გაუგებარია - კვირის პალიტრა

რუსეთის მოთხოვნები გაუგებარია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვერ იგებს, რა მოთხოვნებს უყენებს რუსეთი.

"ყოველთვის გვინდოდა შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ როცა რამეს ვთმობდით, რუსეთს მეტი და მეტი სურდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის აზრით, რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულმა ვითარებამ ქართველი ხალხი უარყოფითად განაწყო რუსული კულტურის მიმართ.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ შეიძლება მე ვიყო საქართველოს ბოლო ან ბოლოსწინა პრეზიდენტი, ვისაც პუშკინის, ლერმონტოვის, ბროდსკის, ესენინის ციტირება შეუძლია. მოდის თაობა, რომელიც ვერ გაიგებს, რა არის, ან სად არის რუსეთი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.