გრიზლოვმა სააკაშვილს "მოკვეთილი" უწოდა - კვირის პალიტრა

გრიზლოვმა სააკაშვილს "მოკვეთილი" უწოდა

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ბორის გრიზლოვმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "მოკვეთილი" უწოდა. მან აღნიშნული

განცხადება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივაზე საუბრისას გააკეთა.

"საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესება მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუ ამ ქვეყნის პრეზიდენტი სხვა ადამიანი გახდება. მიხეილ სააკაშვილი "მოკვეთილია", - განაცხადა გრიზლოვმა. ის სააკაშვილის ბელორუსიის ტელევიზიით გამოსვლამ გააცხარა.