ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოსა და ქართველ ხალხს - კვირის პალიტრა

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოსა და ქართველ ხალხს

"საქართველოში ჩამოსვლას ორი მიზანი ჰქონდა - ევროკავშირთან ასოცირებული ურთიერთობების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები და მეორე, მომეცა

შესაძლებლობა, გავცნობოდი ევროკავშირის მისიის მუშაობას.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია და  ვიმედოვნებ, რომ მთელი ეს პრობლემები პოლიტიკური გზებით გადაიჭრება", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონმა თბილისში ყოფნის დროს.

მისივე განცხადებით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას.

ეშტონი ეწვია სოფელ ოძისს, რომელიც ახალგორის რაიონის მოსაზღვრე  ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ბოლო სოფელია. ერთ კილომეტრში კი ახალგორის რაიონის სოფელი ახმაჯი მდებარეობს.