კუშნერმა საქართველოს დემოკრატიის სწავლისკენ მოუწოდა - კვირის პალიტრა

კუშნერმა საქართველოს დემოკრატიის სწავლისკენ მოუწოდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი საქართველოს ეწვია.

"არ იფიქროთ, რომ დაგვავიწყდა საქართველო, ეს არასდროს მოხდება. ჩვენ არასდროს გადავდებთ გვერდზე 12 აგვისტოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ჩვენ უნდა გავყვეთ ნელ და რთულ გზას. ამ პრობლემის მოგვარებას მრავალი წელი დასჭირდება", - განაცხადა კუშნერმა. მისივე თქმით, ორი წელი ძალიან ცოტა დროა ასეთი კონფლიქტის მოსაგვარებლად. ამასთან, ბერნარ კუშნერი ქართველებს მოუწოდებს, დემოკრატიის საკითხების შესწავლას მეტი ყურადღება დაუთმონ.

"მე არ შემიძლია თავს მოგახვიოთ დემოკრატია, ამისკენ თავად უნდა ისწრაფოდეთ. აუცილებელია საქართველოში დაცული იყოს ადამიანის უფლებები, არჩევანის, სიტყვისა და მედიის თავისუფლების პრობლემა უნდა მოგვარდეს. გარდა ამისა,  თქვენს ქვეყანაში ოპოზიციის ელემენტარული უფლებები მაინც უნდა იყო დაცული", - განაცხადა კუშნერმა.