ტიგიპკო კმაყოფილია - კვირის პალიტრა

ტიგიპკო კმაყოფილია

საქართველოს  ეწვია უკრაინის ვიცე-პრემიერი  ტიგიპკო, რომელმაც მოინახულა სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი და თავისი ვიზიტის ძირითადი

ასპექტის შესახებ მცირე კომენტარიც გააკეთა.

"ჩვენ თავისუფალ სავაჭრო ზონაზე ვმუშაობთ. ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. ამ გადაწყვეტილებით შეიძლება მოვიგოთ, ან პირიქით, ორივე მხარე წაგებული დავრჩეთ", - აღნიშნა ტიგიპკომ.

უკრაინის ვიცე-პრემიერი ბათუმსაც ეწვია. ის საქართველოში სამი დღე იმყოფებოდა და ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრებს მართავდა. გადაწყდა, რომ შეიქმნება საქართველოსა და უკრაინის ერთობლივი კომისია, რომელთაც პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ. სტუმარმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმებით კმაყოფილია.