ხელისუფლება მხოლოდ დემოკრატიული გზით უნდა შეიცვალოს - კვირის პალიტრა

ხელისუფლება მხოლოდ დემოკრატიული გზით უნდა შეიცვალოს

"ჩვენი საქართველო -თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას განცხადებით, თბილისში ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერ-

მინისტრ და საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ასელბორნთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოში ხელისუფლება მხოლოდ დემოკრატიული არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

ირაკლი ალასანიასთან შეხვედრით ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან.