დევნილების საპროტესტო აქცია სამინისტროსთან - კვირის პალიტრა

დევნილების საპროტესტო აქცია სამინისტროსთან

აფხაზეთიდან დევნილებმა ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მინისტრ ვერა ქობალიას სთხოვენ,

საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებამდე შეაჩეროს იმ შენობების გაყიდვა, სადაც დევნილები კომპაქტურად ცხოვრობენ.

დევნილები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას თბილისში ითხოვენ, ვინაიდან რეგიონებში მათი დასაქმების პერსპექტივა დაბალია და ულუკმაპუროდ დარჩებიან.

"დევნილების სოლიდარობის აქცია" სამინისტროსთან ისევ გაიმართება. როგორც დევნილები აცხადებენ,  აფხაზეთში დაბადებულმა ვერა ქობალიამ მინისტრობა აფხაზეთიდან დევნილების შევიწროებით დაიწყო.