რუსი ოკუპანტები ყაზბეგის რაიონთან სამხედრო ქალაქს აშენებენ - კვირის პალიტრა

რუსი ოკუპანტები ყაზბეგის რაიონთან სამხედრო ქალაქს აშენებენ

ახალგორის რაიონის სოფელ ბალაანში, ყაზბეგის რაიონიდან რამდენიმე კილომეტრში, რუსი ოკუპანტები სამხედრო ქალაქს აშენებენ. ახალგორელების თქმით,

სამხედროებისთვის განკუთვნილ შენობებსა და სხვა ინფრასტრუქტურას სოფლის ყოფილი კოლმეურნეობის კანტორის ადგილზე აშენებენ. ასევე იგეგმება სამხედრო ქალაქის მშენებლობა უშუალოდ ახალგორში და ოკუპანტები მშენებლობაზე დასაქმებას ადგილობრივ მოსახლეობას ჰპირდებიან. ასეთივე ქალაქის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს დუშეთის რაიონის სოფელ ოძისიდან ერთ კილომეტრში - სოფელ ახმაჯში.