ტარიელ ონიანს 10 წელი მიუსაჯეს - კვირის პალიტრა

ტარიელ ონიანს 10 წელი მიუსაჯეს

მოსკოვის ერთ-ერთმა რაიონულმა სასამართლომ ე.წ. "კანონიერ ქურდს" ტარიელ ონიანს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის სასჯელს მკაცრი რეჟიმის

კოლონიაში მოიხდის. ონიანსა და მის თანამზრახველ სერგეი აბუთიძეს დაზარალებულის სასარგებლოდ 7 მილიონი რუბლის გადახდაც დაეკისრათ.

რუსული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებას ონიანი ასეთი შეძახილით შეხვდა: "გაუმარჯოს ჩვენს საბჭოთა სასამართლოს".

გამოძიების ვერსიით, გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით ონიანმა და მისმა ორმა თანამზრახველმა მოსკოვის სმოლენსკის მოედნიდან მოსკოველი ბიზნესმენი 2009 წლის 18 მარტს გაიტაცეს და ერთ-ერთ რესტორანში მიიყვანეს, სადაც ონიანის მითითებით ბეისბოლის ჯოხით სცემეს.

გამტაცებლებმა ბიზნესმენის ნათესავებს 500 ათასი დოლარი მოსთხოვეს. გამოსასყიდის ნაწილის,+ 218 ათასი დოლარის მიღების შემდეგ მათ ბიზნესმენი გატაცებიდან მესამე დღეს გაათავისუფლეს და დარჩენილი თანხის გადახდა დაავალეს, მაგრამ დაზარალებულმა სამართალდამცველებს მიმართა, რის შედეგადაც დამნაშავეები დააკავეს.