"სიყვარულის აღლუმზე" 19 კაცი დაიღუპა - კვირის პალიტრა

"სიყვარულის აღლუმზე" 19 კაცი დაიღუპა

გერმანიის ქალაქ დუისბურგში მუსიკალურ ფესტივალზე "სიყვარულის აღლუმი" 19 კაცი დაიღუპა, დაახლოებით 340 კი დაშავდა. ტრაგედიის მიზეზი გახდა ჭყლეტა

გვირაბში, რომლითაც აღლუმზე დასწრების მსურველები ღონისძიების ადგილამდე მიდიოდნენ. ორგანიზატორების ინფორმაციით, აღლუმში 1,4 მლნ კაცი მონაწილეობდა. "სიყვარულის აღლუმის" იდეის ავტორმა მომხდარზე პასუხისმგებლობა ღონისძიების ორგანიზატორებს დააკისრა.