"ახალი კონსტიტუცია დემოკრატიის გარანტია ვერ იქნება" - კვირის პალიტრა

"ახალი კონსტიტუცია დემოკრატიის გარანტია ვერ იქნება"

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა საქართველოს  კონსტიტუციის ახალი რედაქციის დაჩქარებულად მიღება გააპროტესტეს. ივლისის ბოლოს - კანონპროექტის

ინიცირება, აგვისტოში - ერთთვიანი, ფორმალური საერთო-სახალხო განხილვა", ხოლო სექტემბერში - ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პარლამენტის მიერ კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღება იგეგმება.

ოპოზიციური პარტიების აზრით, ასეთი პროცედურით განხილული და მიღებული ქვეყნის მთავარი კანონი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ქვეყნის კონსტიტუციის თავისთ^ვის მორგებასა და ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება, რაც ვერ იქნება ქართული სახელმწიფოს, ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისა და სტაბილურობის გარანტია.

"კონსტიტუცია ახალ, სამართლიან საარჩევნო გარემოში არჩეულმა  და ამომრჩეველთა მაღალი ნდობით აღჭურვილმა პარლამენტმა უნდა შეცვალოს. მზად ვართ აქტიურად შევუწყოთ ხელი ამ უმნიშვნელოვანესი  პოლიტიკური პროცესის  წარმართვას ქვეყანაში", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 10 ოპოზიციური პარტია აწერს. ქრისტიან-დემოკრატების" აზრით, ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვა ამ მოწვევის პარლამენტმა უნდა დაიწყოს და შემდეგმა დაამტკიცოს.