იუნესკო ბაგრატის ტაძარზე აღდგენითი სამუშაოების კატეგორიული წინააღმდეგია - კვირის პალიტრა

იუნესკო ბაგრატის ტაძარზე აღდგენითი სამუშაოების კატეგორიული წინააღმდეგია

ბრაზილიაში  მიმდინარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესიამ ქუთაისის ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი "საფრთხის ქვეშ

მყოფი" ძეგლების ნუსხაში შეიტანა.

"კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს ბაგრატის ტაძრის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღდგენის გამო. მიაჩნია, რომ რეკონსტრუქციის პროექტის შეცვლა შეიძლება და მოითხოვს კათედრალზე დაუყოვნებლივ შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები", - ნათქვამია განცხადებაში. გელათის კომპლექსში შემონახულია შესანიშნავი მოზაიკა და კედლის მხატვრობა და რომ ორივე ძეგლი შუა საუკუნეების არქიტექტურის ნიმუშებია.