დევნილებმა უფლებების დაცვა მოითხოვეს - კვირის პალიტრა

დევნილებმა უფლებების დაცვა მოითხოვეს

30 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან დევნილების საპროტესტო აქცია გაიმართა.

დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სამინისტროს შენობის წინ შეკრებილი იყვნენ გამომცემლობა "სამშობლოს" შენობიდან გამოსახლებული დევნილები და თბილისის სხვადასხვა ობიექტზე დროებით ჩასახლებული პირები.

დევნილები მოითხოვენ, სამინისტრომ არ გაასხვისოს არც ერთი ობიექტი, ვიდრე ისინი ქალაქ თბილისში ალტერნატიული ფართებით არ დაკმაყოფილდებიან;“გამომცემლობა "სამშობლოდან" გამოსახლებული დევნილები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ თბილისში; ფართები შეირჩეს უშუალოდ მათი მონაწილეობით.

საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, თბილისში საცხოვრებელი ფართის მოთხოვნა არ არის ახირება, რომ უფრო კომფორტულად იცხოვრონ. მათ წლების განმავლობაში დიდი შრომით იშოვეს სამუშაო ადგილები და შეიქმნეს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. ასევე, მიეცათ შესაძლებლობა, შვილებს განათლება მიაღებინონ. დევნილები 4 აგვისტოს თბილისის მერიასთანაც შეიკრიბებიან.