სპორტის აკადემიის შენობების გაყიდვას ეწინააღმდეგებიან - კვირის პალიტრა

სპორტის აკადემიის შენობების გაყიდვას ეწინააღმდეგებიან

ყოფილი სპორტის აკადემიის ადმინისტრაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუწოდებს, სპორტის აკადემიის შენობების აუქციონზე გაყიდვა არ

დაუშვას და 30 ივლისს საპროტესტო აქცია გამართა.

სპორტის აკადემიის ადმინისტრაციის უფროსის ირაკლი დოლაბერიძის განცხადებით, ის, რომ აკადემიის 13 შენობა-ნაგებობა, სულ 42000 კვმ ფართობი, აუქციონზე გადის, სხვა არაფერია, თუ არა ქართული სპორტის მომავლის 14 მილიონ დოლარად გაყიდვის მცდელობა. მან ბიზნესმენებს მოუწოდა, სპორტის აკადემიის შენობის ყიდვაზე უარი განაცხადონ და აუქციონში მონაწილეობა არ მიიღონ.

სპორტის აკადემია 3 წლის წინ გაუქმდა და სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა. აკადემიის ადმინისტრაცია და სტუდენტები სასწავლო წლის დახურვას მას შემდეგ აპროტესტებენ და მისთვის სტატუსის აღდგენას უშედეგოდ ითხოვენ.

30 ივლისს აუქციონზე აკადემიის შენობა არ გაიყიდა.