"სიცილის დედოფალი" გარდაიცვალა
"სიცილის დედოფლად" წოდებული მზია კვირიკაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მზია კვირიკაშვილი 7 ივნისს აშშ-დან მძიმე ავადმყოფობის გამო დაბრუნდა. მსახიობი შეერთებულ შტატებში გახდა შეუძლოდ. იმის გამო, რომ აშშ-ში მკურნალობისათვის სახსრები არ გააჩნდა, მსახიობი მისივე დაჟინებული მოთხოვნით საქართველოში დაბრუნდა.
მზია კვირიკაშვილი მუხათგვერდის სასაფლაოს პანთეონში დაკრძალეს.