კიევში რუსეთის პატრიარქის ვიზიტი გააპროტესტეს - კვირის პალიტრა

კიევში რუსეთის პატრიარქის ვიზიტი გააპროტესტეს

აუღიარებელი კიევის საპატრიარქოს მომხრეებმა უკრაინის დედაქალაქში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის ჩასვლა გააპროტესტეს და ვლადიმირის

ტაძრიდან ვლადიმირის გორაკებამდე მსვლელობა მოაწყვეს. მათ მილიციის თანამშრომლები მიაცილებდნენ. როგორც კიევის საპატრიარქომ განაცხადა, სამართალდამცავები მათ მომხრეებს უკრაინის დასავლეთი რეგიონებიდან არ უშვებდნენ.

უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში განხეთქილება 1992 წელს დაიწყო, როცა მიტროპოლიტმა მიხაილ დენისენკომ რუსეთის პატრიარქის არჩევნები წააგო ალექსი  II-სთან. დენისენკომ თავისი მომხრეები კიევში შეკრიბა და მოსკოვის საპატრიარქოსგან უკრაინული ეკლესიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კიევის საპატრიარქო არც ერთმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არ ცნო.

დენისენკო და მისი მომხრეები რუსეთის საპატრიარქომ ეკლესიიდან განკვეთა. ამ დროისთვის უკრაინაში სამი ეკლესია მოქმედებს: მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია, კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია. მოქმედებს ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიაც, რომელიც ფორმალურად მართლმადიდებლურია, მაგრამ რომის პაპს ემორჩილება.