რუსულ ბანაკში სომხები ჩეჩენ მოზარდებს დაერივნენ - კვირის პალიტრა

რუსულ ბანაკში სომხები ჩეჩენ მოზარდებს დაერივნენ

ტუაფსეს დასასვენებელ ბანაკ "დონში" მასობრივი ჩხუბი ატყდა, რომლის შემდეგადაც 400-მდე ჩეჩენმა ბავშვმა ბანაკი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა.

თავდაპირველად რუსული მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ჩხუბი ბავშვებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ატყდა. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ჩეჩენი მოზარდები ადგილობრივმა სომხებმა სცემეს.

ჩეჩნეთის ომბუდსმენის ინფორმაციით, "დონის" დირექტორ მიხაილ უსოლცევსა და ჩეჩენ მოზარდებს შორის კონფლიქტი მოხდა. უსოლცევმა დახმარებისთვის სომეხი ეროვნების პირებს მიმართა, რომლებიც თავს დაესხნენ დასასვენებელ ბანაკს და ჩეჩენ მოზარდებს სცემეს.

შედეგად, 9 კაცი დაშავდა. რუსეთში მცხოვრებ სომეხთა კრასნოდარის ორგანიზაციის ვერსიით კი "ჩეჩნები გოგონებს“აწუხებდნენ", მათ სომხები გამოესარჩლნენ, რასაც ჩხუბი მოჰყვა და ბანაკი სწორედ ჩეჩნებმა დაარბიეს. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა მომხდარს "ჩეჩენი ბავშვების მიზანმიმართული ცემის ფაქტი" უწოდა. თუმცა, ორი დღის შემდეგ განაცხადა, რომ ინციდენტს ეთნიკური შეფერილობა არა აქვს.