შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა - კვირის პალიტრა

შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული 8 პირის თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობა კვლავ არ დაკმაყოფილდა. დაკავებულების

ერთ-ერთი ადვოკატის, ბესარიონ ქარცივაძის განცხადებით, მოსამართლის თქმით, მიუხედავად ბრალდების მოწმეთა დაკითხვისა, გარემოება არ შეცვლილა და შუამდგომლობას ვერ დააკმაყოფილებს.

განსასჯელებს თავდებად ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრები ლევან ვეფხვაძე და ნიკა ლალიაშვილი, პარლამენტის დეპუტატი ჯონდი ბაღათურია, მეუფე თეოდორე და მეუფე დიმიტრი უდგებოდნენ.