კათოლიკოს-პატრიარქი ხევსურეთში ტრაგიკულად დაღუპულთა ნათესავებს შეხვდა - კვირის პალიტრა

კათოლიკოს-პატრიარქი ხევსურეთში ტრაგიკულად დაღუპულთა ნათესავებს შეხვდა

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხევსურეთში ავტოკატასტროფაში დაღუპულთა ნათესავებს შეხვდა. კათოლიკოს-

პატრიარქმა დაიაურები, ქუმსიაშვილები და არაბულები ანუგეშა, დალოცა და გარდაცვლილთა სულებისთვის ლოცვის გაძლიერების კურთხევა მისცა.

"თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ისინი ცოცხლები არიან. ადამიანის სული ცოცხალია და ჩვენ ვლოცულობთ მათთვის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები", -  ბრძანა უწმინდესმა. პოეტმა გელა დაიაურმა, რომელსაც მეუღლე და ორი შვილი დაეღუპა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ეკლესიას, მეგობრებსა და მთელ ერს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.