"მთავარი ოკუპანტი სააკაშვილია" - კვირის პალიტრა

"მთავარი ოკუპანტი სააკაშვილია"

როგორც ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტი სააკაშვილი არ დაელოდა "მისგანვე პროვოცირებული" ომის მეორე წლისთავს და კოლუმბიაში გაემგზავრა.

"ორი წლის წინ სისხლიანმა დიქტატორმა სააკაშვილმა გეოპოლიტიკური კატასტროფა მოგვიწყო, განზრახ მოახდინა რუსეთთან ომის პროვოცირება. შეგნებულად, ჩვენს ხარჯსა და ჩვენს ტერიტორიაზე შეაჯახა ამერიკა-რუსეთის ინტერესები, რასაც მოჰყვა დედასამშობლოსგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოწყვეტა. ამ ყველაფერს თავიდან ავიცილებდით, სააკაშვილს რომ ჰყოფნოდა ნამუსი და გადამდგარიყო, რაც არ გააკეთა და ქვეყანა ჯაჭვის პერანგად აიფარა.

საქართველოს დეოკუპაცია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შემთხვევაშია შესაძლებელი, რადგან სწორედ ის არის "მთელი ქვეყნის მთავარი ოკუპანტი. მოვუწოდებთ ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს, დაუწესონ უმკაცრესი სანქციები სააკაშვილსა და მისი ხროვის წევრებს. მოაქციონ სრულ იზოლაციაში, სანამ არ დატოვებენ მიტაცებულ ძალაუფლებას", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა